ადრე იყო ლაპარაკი, რომ იმ კორპუსში მანიაკი იყო - რას აცხადებენ ადგილობრივები?
თბილისში, დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ბავშვის კორპუსში, გავრცელებული ინფორმაციით, ადრე მანიაკი ცხოვრობდა.
გავრცელებილ ინფორმაციაზე ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ, თუმცა დაზუსტებულ ცნობებს არ ფლობენ.
“ადრე იყო ლაპარაკი, რომ იმ კორპუსში მანიაკი იყო, დაზუსტებით არ ვიცი, მერე თითქოს დაიჭირესო... ცუდად რომ ყოფილიყო ბავშვი, ეზოში არ გაუშვებდნენ“, - ყვება ადგილობრივი "პალიტრავიდეოსთან" საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.