თეგებით ძიება

ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო - რას ამბობენ 12 წლის გოგოს ოჯახის წევრები?

თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე ოჯახის წევრები ახალ დეტალებზე საუბრობენ და მედიასთან აცხადებენ, რომ მოზარდის ტელეფონი გამქრალია. მათივე ცნობით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუა ამბობს, რომ ბავშვი დეიდაშვილთან ერთად საღამოს სასეირნოდ იყო გასული. ნათესავი სახლში ცოტა ადრე დაბრუნდა. ამის შემდეგ მისი თქმით, 12 წლის გოგოსთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. ახლა კი ტელეფონი გამორთულია. ბაბუა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ იპოვეს თუ არა მობილური ტელეფონი სამართალდამცველებმა. 

"დეიდაშვილები ჩამოვიდნენ 9 საათზე, ითამაშეს, გაისეირნეს. ერთ-ერთი უფროსი ამობრუნდა. ეს პატარა, რომელიც დაგვეღუპა, დარჩა. წავიდა წრე დაარტყა, ჩიფს ჭამდა და უნდა წამოსულიყო. რომ დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ - გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. ჰქონდა რა, მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროსო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ არისო, თითქოს ესე, მაგრამ ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო. ჯანმრთელი ბავშვი იყო და არანაირი პრობლემა, არც ფსიქიკური. სავსებით ჯანმრთელი. ველოდებით, უნდა გადმოასვენონ, სამხარაულის ბიუროდან",- ციტირებს "მთავარი არხი" მოზარდის ბაბუას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა