თეგებით ძიება

"ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო" - ტრაგედიის ახალი დეტალები

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლანა ლანჩავა 12 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ დედის გარდა ვერავინ შეძლო გარდაცვლილ შვილთან მისვლა.

"საშინელი ღამე იყო წუხელ რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა! 1 საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში.

ჩემი გოგონების ტოლს. ჩავედი მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და... ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად,მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა მაგრამ გვიანი იყო. არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია.

სახლიდან  დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო. ისე იწვა, თითქოს ძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული", - წერს ლანა ლანჩავა.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა