თეგებით ძიება

"სანამ არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება" - რას წერს იუნა შაფათავა?

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოს მოწყობასა და ადამიანის ქცევებზე წერს.

"რა ამოუწურავი ქალაქია. ცხოვრობ, გგონია, ყველგან იყავი, ყველაფერი გაქვს ნანახი და უფრო საინტერესო ადამიანებს ხვდები და უფრო მეტს იგებ და სწავლობ. 

ეს იდიოტური პოლიტიკა და ძალაუფლებით და ფულით გაუმაძღრობა რომ არა, რა მშვიდად ვიცხოვრებდით. 

ადამიანობა და ინტელექტი არავის უნდა. 

ადამიანი სხვას არ ჩარეცხავს/მოკლავს და ბრიყვის მართვა ყველაზე ადვილია. 

რა გვაქვს გამოსავალი? .. და არაფერი შეიცვლება მსოფლიოში,სანამ ყველას მორჩილ უსიტყვო მონად არ აქცევენ. და თუ ვერ აქცევენ, გაანადგურებენ და მათ მორჩილი კლონით ჩაანაცვლებენ. 

ხომ არის ნაციზმი ნორმა და წახალისებული. და ასე იქნება წახალისებული ყველა დანაშაული, ადამიანების ბულინგი განსხვავებული აზრის გამო, ჩარეცხვა, გარიყვა.

არც კლასობრივი დაყოფა აღმოიფხვრება, რადგან არ არსებობს ძალაუფლებაზე დიდი დოპინგი, ფულზე მეტია ძალაუფლება. 

და რომ შეპირდები სასტიკ დებილს მეფობას და მეთაურად დაუყენებ ბრიყვებს, შენი კაციბრიობის განადგურების ამოცანა გამარტივებულია. 

არ არსებობს ფულიან, ძალაუფლებაში მყოფ ბრიყვზე დიდი საშინელება. 

სამწუხაროა, ეს ჯაჭვი არ მთავრდება. 

სანამ არ აჯანყდებიან ანგელოზები, სატანად ქცეულ ღმერთთან, სასტიკ მსოფლიოში არაფერი შეიცვლება. მაგრამ მე არ მინდა, უკმაყოფილოს ან ნაწყენის შთაბეჭდილება დავტოვო. ჩემს ცხოვრებაში სამოთხეა, მაგრამ ამდენი უბედურების ყურება ჩემი სამოთხის ღრუბლებიდან რთულია, მეც ხომ ადამიანი ვარ, რობოტი არა… იმედია, საღად მოაზროვნე უმცირესობა ბრიყვ და სასტიკ უმრავლესობაზე გაიმარჯვებს", - წერს შაფათავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა