თეგებით ძიება

ახალგაზრდა გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და მივარდნილ ბოსელში დაგდებული - რას ამბობს ინგა გრიგოლია?

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ წლების წინ კორესპონდენტი იყო, როდესაც წინდით გაგუდული მოკლული გოგონას შესახებ ტრაგიკული ამბავი გააშუქა.

"ბევრი წლის წინ, ახალგაზრდა კორესპონდენტი ვიყავი  როცა გამიშვეს რეპორტაჟის გადასაღებად რუსთავში, მანიაკის მიერ მოკლული გოგონას ტრაგედიაზე, ახალგაზრდა გოგო საკუთარი წინდით იყო გაგუდული და საღღაც მივარდნილ ბოსელში დაგდებული. ისეთი ტრავმა მივიღე მაგ რეპორტაჟის მომზადებისას, ბევრი წელი მესიზმრებოდა ყელში წაჭერილი წინდით დამხრჩვალი გოგო.

ჩემი ჟურნალისტური ცხოვრებიდან ყველაზე დიდი ტრავმაა ეს, რადგან ცხედარიც ვნახე, უმწეო მდგომარეობაში მაშინ და ვეღარასოდეს წავშალე გონებიდან", - აცხადებს გრიგოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

წყარო: "ალია"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა