"გული გამისკდა. რას ერჩოდნენ ამ ანგელოზს?" - ვინ არის 12 წლის ბავშვი, რომელიც მოკლეს?
ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი თბილისში, 12 წლის ბავშვის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიას ჯერ ვერ იაზრებს.
"ოო, ღმერთო, ეს რა მძიმე ამბავი გავიგე - 12 წლის გოგონა ანა იანუშაიტიტე მოუკლავს ვიღაც მანიაკს, კაცთმოძულეს დიდ დიღომში.
გული გამისკდა.
რას ერჩოდნენ ამ პატარა, უბოროტო ანგელოზს? როგორ უნდა ანუგეშო ვინმე ასეთ დროს?
ვერ ვიაზრებ ამ ტრაგედიას", - წერს გოგა ჩანადირი?
2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.