"ძვირფასო ბავშვებო, არ ჩახვიდეთ ეზოში, არ ითამაშოთ ბატუტზე, შადრევანს ახლოსაც არ გაეკაროთ" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა ბიბილაშვილი წერს, რომ თბილისში მოზარდის დაღუპვა უმძიმესი ტრაგედიაა.
"ძვირფასო ბავშვებო!
არ ჩახვიდეთ ეზოში,
არ ითამაშოთ ბატუტზე,
არც პარკში გაისეირნოთ,
შადრევანს ახლოსაც არ გაეკაროთ,
არ წახვიდეთ აქციებზე,
არ ილაპარაკოთ,
პირსინგი არ გაიკეთოთ,
შარვალი არ ჩაიცვათ,
არც ტატუ გაიკეთოთ,
თმაც მხოლოდ ისე შეიჭერით, მეზობელ დეიდებს რომ მოეწონებათ.იცხოვრეთ ისე, თითქოს არ ჩანხართ, არ არსებობთ და როგორც კი თვრამეტი წლის გახდებით, გაიქეცით ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდეთ!",- წერს ბიბილაშვილი.
2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.