"10 საათზე რატომ ყრია უპატრონოდ ამდენი ბავშვი გოგონა, რატომ? - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე
ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ ღამის საათებში პატარა ბავშვები გარეთ უყურადღებოდ არ უნდა იყვნენ.
"ჩემს უბანში, (არ დავწერ) ძალიან ხშირად ვხედავ ცოტა ემო, ცოტაც ფრჩხილის შავლაქიან თამამ გოგონებს, ასე 6 დან 12 წლამდე…
ჯგუფ ჯგუფად დადიან.. .
წვენებით და სასუსნავებით.
საღამოს საათებში, გვიანაც მინახავს
მათ ახლობლებს რა აჩერებთ ასეთ დროს სახლში მშვიდად..
ბიჭების მეშინოდა და არ ვიცი როგორ ვახერხებდით მე და ჩემი და კონტროლს, ასინეთებად ვიყავით ქცეული… სიმშვიდე არ გვქონია..
ახლაც ვცქმუტავ 30 წლის ნაბოლარაზე .. და რას არ ვიგონებ დარეკვის მიზეზად.
ხალხნოო, ბავშვებიი ნამდვილი ბავშვები
10 12 წლის ბავშვს 10 საათზე რა უნდა ქუჩაში ?
კარგი დავუშვათ დღეც ხდება უბედურება.
10–ზე რატომ ყრია უპატრონოდ ამდენი ბავშვი გოგონა
რააააატომ?”, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.