მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას - კახა კალაძე რაგბის კავშირის თავმჯდომარის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციაზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დავით კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.
"დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით კაჭარავას წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, მოქალაქეები რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვენ.