რუს პილოტებს, რომლებმაც ამერიკული დრონი ჩამოაგდეს, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პილოტებს, რომლებმაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ჯილდოები გადასცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სუ-27“-ის პილოტებს ჯილდოები ამერიკული დრონის მიერ ე.წ. სპეცოპერაციის ტერიტორიის საზღვრების დარღვევის აღკვეთისთვის გადაეცათ.
"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა „სუ-27“-ის მფრინავებს, რომლებმაც აღკვეთეს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ სპეცოპერაციის ზონის საზღვრის დარღვევა. მანამდე ტერიტორიის საზღვრების შესახებ საერთაშორისო საჰაერო სივრცის ყველა მომხმარებელს ეცნობა და იგი გამოქვეყნდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 14 მარტს რუსული გამანადგურებელი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა.