თეგებით ძიება

თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკურში გადაიზარდა. ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ე.გ. აგენტების კანონთან და თბილისში გამართულ პროდასავლურ აქციებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა, სახელისუფლებო გუნდმა კი ისინი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, საკრებულოს პარტია ა „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. აღნიშნული წითელი ბარათიდან "ოცნების" დეპუტატმა "თვითმფრინავი" გააკეთა.

ფიზიკური დაპირისპირება კი დარბაზში დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა