რუსებმა ხერსონის რაიონში საბავშვო ბაღი დაბომბეს
ხერსონის რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში, ბილოზერის თემის სოფელ ველეტენსკში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა. ასევე დაზიანებულია ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ღობეები და ბეტონის ჭიშკარი.
"რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ბელოზერსკის თემის სოფელი ველეტენსკე - მათ ბავშვთა დაწესებულებას ესროლეს", - წერია განცხადებაში.