თეგებით ძიება
17. 03. 2023 მსოფლიო

დერეფნის სიგრძე ცხრა მეტრია - მეცნიერებმა ხეოფსის პირამიდის შიგნით ფარული გადასასვლელი აღმოაჩინეს

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, მეცნიერებმა ხეოფსის პირამიდის შიგნით ფარული გადასასვლელი აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სიძველეთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დერეფნის სიგრძე ცხრა მეტრია, სიგანე კი ორ მეტრზე მეტი.

როგორც ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა აჰმედ ისამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიწრო დერეფანი სამკუთხა ჭერით, ხეოფსის პირამიდის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვეს.

ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია გიზაში. დგას 146 მეტრის სიმაღლეზე და ერთადერთი შემორჩენილი სტრუქტურა ძველი მსოფლიოს 7 საოცრებას შორის. ის 4500 წლის წინ აშენდა. აქვს სამი უძველესი პალატა და ეგვიპტის სხვა პირამიდების მსგავსად, ისიც ფარაონის საფლავისთვის იყო განკუთვნილი.

დიდი შესაძლებლობა არსებობს… გვირაბი რაღაცას იცავს. ჩემი აზრით, იგი ფარაონ ხეოფსის ფაქტობრივ სამარხს იცავს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ზაჰი ჰავასმა.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა