ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას ამცირებს
ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირდება.
Eurostat-ის მონაცემებით, რომელიც 2022 წლის თებერვალ-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, სავაჭრო ბრუნვის შემცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც უკავშირდება.
ევროკავშირ-რუსეთს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ევროკავშირში რუსეთის იმპორტის წილი 9.5%-დან 4.3%-მდე შემცირდა. იგივე პერიოდში [2022 წლის თებერვალ-დეკემბერი] რუსეთის წილი ევროკავშირის ექსპორტში 4-დან 2%-მდე შემცირდა. რუსეთთან სავაჭრო დეფიციტმა პიკს 18.2 მილიარდ ევროს მარტში მიაღწია, თუმცა დეკემბრისთვის ის 6 მილიარდ ევრომდე შემცირდა. რუსეთიდან იმპორტი მარტში 53%-ით 21.8 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ხოლო დეკემბერში 10.3 მილიარდი ევრო შეადგინა.
განსაკუთრებით შემცირებულია რუსული ქვანახშირის, ბუნებრივი გაზისა და პესტიციდების იმპორტი. კერძოდ, 2021 წელთან შედარებით 45%-დან 22%-მდეა შემცირებული ქვანახშირის იმპორტი, 36%-დან 21%-მდე შემცირდა ბუნებრივი გაზის იმპორტი, ხოლო პესტიციდების იმპორტი 29%-დან - 22%-მდე.