თეგებით ძიება

„ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა! პუტინის, ხალხო! ეს მოხდა!“ - კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ლომაია სოციალურ ქსელში ეხმაურება სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

„ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა! 

პუტინის, ხალხო!

აბა, დაფიქრდით, ქართველებო, რამდენ ხანს ველოდით ამ სიტყვებს?! 

ეს მოხდა!“ - წერს ლომაია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა