„ქართულად ალაპარაკებულა 100 პროცენტით უკრაინელი და იქიდან ჭკუის დარიგებასაც ბედავს“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
„ქართულად ალაპარაკებულა 100 პროცენტით უკრაინელი და იქიდან ჭკუის დარიგებასაც ბედავს. GEN-Z-ის წარწერიანი მაისურითაც მოგვევლინება ჯვრის ნაცვლად.
ბოკერია მაძალებდა ჯვრის ქნევას და ერთი მუჭა ლიბერალების გინებას, თორემ ჰიფსტერი ვარ ჩემი დღე და მოსწრებაო იტყვის“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.