ერდოღანმა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, თურქეთის პარლამენტში დავაინიციროთ ფინეთის „ნატოში“ გაწევრიანების რატიფიცირების პროცესის დაწყება“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის ამ გადაწყვეტილებას უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები.