თეგებით ძიება

„ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის" - ხაბეიშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­ი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და განაცხადა, რომ ეს არის სიგ­ნა­ლი პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბის­თვის, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პატ­რო­ნი, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტი პუ­ტი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­კე­ტეს მოს­კოვ­ში, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მას აღარ შე­ეძ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტი და თუ ის და­ა­პი­რებს ამას, მას და­ა­კა­ვე­ბენ. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე მსოფ­ლი­ომ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და. პუ­ტი­ნი ვე­ღარ გავა კრემ­ლი­დან და ის გა­მო­კე­ტი­ლია მოს­კოვ­ში. ეს არის სიგ­ნა­ლი პუ­ტი­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბის­თვის, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რომ კი­დევ უფრო ახ­ლოვ­დე­ბა და რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა სან­ქცი­რე­ბა, რუსი ოლი­გარ­ქის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დღე­ე­ბი დათ­ლი­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე თქვენ იქ­ნე­ბით თავ­მოჭ­რი­ლე­ბი, შერ­ცხვე­ნი­ლე­ბი რო­გორც მთა­ვა­რი პუ­ტი­ნის­ტე­ბი და კრემ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე არ­სე­ბობს და დამ­ნა­შა­ვეს, მსოფ­ლი­ოს ტე­რო­რისტს ფეხ­ქვეშ რამ­დე­ნიც არ უნდა გა­ე­გოთ იცო­დეთ, რომ ის და­მარ­ცხე­ბუ­ლია, ის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი აღარ არ­სე­ბობს და და­ნარ­ჩე­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის ის არ­სე­ბობს რო­გორც ტე­რო­რის­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნობისთვის, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა