„დღეიდან პუტინი მსოფლიოს მიერ სისხლისამართლებრივ დევნაში მყოფი კრიმინალი „პაცანაა“ - ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის გლობალური მნიშვნელობის სასიკეთო ფაქტი მთელი მსოფლიოსთვის.
„ერთი გლობალურად და საქართველოსთვისაც უდიდესი მნიშვნელობის სასიკეთო აქტი კი მოხდა დღეს მსოფლიოში: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემა. დღეიდან პუტინი მსოფლიოს მიერ სისხლისამართლებრივ დევნაში მყოფი კრიმინალი პაცანაა. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ უცებ ფიზიკურად ვერავინ დაიჭერს, მაგრამ ეგ დროც დადგება უახლოეს ერთ-ორ წელში, თუ მანამდე არ მოკლეს/არ მოკვდა, ჰუსეინის ბედი გარანტირებული აქვს ამ სისხლისმსმელ მკვლელს და დედამიწის კიბოს. მისი მხარდამჭერებიც გასამართლდებიან, მათ შორის ვაი ქართველები. ჯერ მხოლოდ დასაწყისია ამ საუკუნის დიდი ამბისა!“ - წერს ილია ჭიღლაძე.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.