თეგებით ძიება

„ნიურნბერგის პროცესამდე“ მივა ყველაფერი... - გია ხუხაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და განაცხადა, რომ საქმე „ნიურნბერგის პროცესამდე“ მივა.

„ეს პირველი პრეცედენტია, ასეთი კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებით. ეს არის პუტინის პირადი ომი და მისი პირადი პასუხისმგებლობა დადგება აუცილებლად, „ნიურნბერგის პროცესამდე“ მივა ყველაფერი საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ცხელი ომი დასრულდება და დასრულდება იმ შედეგით, რითაც უნდა დასრულდეს. ყველაფერი სწორი მიმართულებით. გასაგებია, რომ კრემლში გამოკეტილ პუტინს ვერავინ დააპატიმრებს, მაგრამ სიმპტომია თუ რა ელოდება ფინალში პუტინს. ქართულ ოცნებას ეს ეწყინებოდა. ალბათ, შიდა საუბრები აქვთ, რომ პუტინი არ დათანხმდა დასავლეთის მონობას და ამისთვის ისჯება. კახა კალაძემ თქვა, ჩვენ გვინდა ჩვენი გზა და მონობა არ გვინდაო. კალაძე, ირაკლი კობახიძე და ნებისმიერი მარგარიტა სიმონიანის რიტორიკისგან განსხვავდება?“, - აცხადებს პოლიტოლოგი. 

ცნობისთვის, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა