თეგებით ძიება

მოვიდა ჩემთან და მკითხა... - რას აცხადებს თვითმხილველი, რომელმაც დიღომში გარდაცვლილი ბავშვი უკანასკნელმა ნახა?

თბილიში, დიდ დიღომში 17 მარტს გარდაცვლილი 12 წლის გოგონა, ტრაგიკულ შემთხვევამდე უკანასკნელად ადგილობრივმა, მაკა კვაჭაძემ ნახა. 

როგორც კვაჭაძე მედიასთან აცხადებს, ის შვილთან ერთად სეირნობდა, როდესაც გოგონა ნახა.

"ღამის 11 საათი იყო, მე და ჩემი შვილი ვიყავით ძაღლით. ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი ჩქარი ნაბიჯებით. მოვიდა, საქანელაზე დაჯდა. ვიფიქრე, რომ ვიღაცას ელოდებოდა... ხშირად სეირნობენ ასე ბავშვები და არ მიმიქცევია ყურადღება. საქანელაზე იჯდა ზურგით, სახეზე არ შემიმჩნევია იყო თუ განერვიულებული. ადგა, მოვიდა ჩემთან, მკითხა, თქვენი ძაღლიაო? - კი მეთქი -  უი, რა საყვარელიაო... გამიღიმა, მეც გავუღიმე და მერე წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. მშვიდი საღამო იყო, ბევრი ხალხი არ იყო...",  - ჰყვება მაკა კვაჭაძე "პალიტრავიდეოსთან".

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა