თეგებით ძიება

"შენ განსაზღვრავ შენს ცხოვრებას. ნუ მისცემ უფლებას სხვა ადამიანებს, დაწერონ შენი ცხოვრების სცენარი" - მედია მაგნატის მტკივნეული ცხოვრებისეული ისტორია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, აშშ-ში პირველი აფროამერიკელი მულტიმილიარდერი ქალი - ჭკვიანი, მხიარული და მოსიყვარულე ოპრა უინფრი არის ფიგურა, რომელმაც უდავოდ ბევრი კეთილი საქმე გააკეთა ამ სამყაროში. ოპრამ იცის, თუ რას ნიშნავს - იყო ადამიანი.

ოპრა უინფრის ავტობიოგრაფიის მიხედვით, წარმატების მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილი იყო. ახალგაზრდა გოგონამ ბევრი სირთულე გადალახა.

ოპრა მისისიპის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და ის თინეიჯერმა მარტოხელა დედამ გაზარდა. ის სიღარიბეში ცხოვრობდა და არაერთხელ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი - პირველად ცხრა წლის ასაკში; 13 წლის ოპრა სახლიდან გაიქცა, 14 წლის ასაკში დაორსულდა და შემდეგ ნაადრევად დაბადებული შვილი დაეღუპა. ოპრამ ცხოვრება შეიცვალა, როცა ის მამასთან საცხოვრებლად ნეშვილში გადავიდა.

ოპრამ იქაურ სკოლაში თავი გამოიჩინა, ასევე ადგილობრივ რადიოსადგურში ნახევარგანაკვეთზე მუშაობდა. საბოლოოდ, შრომისმოყვარეობით მან „საკუთარი იმპერია“ შექმნა. ოპრას ცხოვრება უბედურებაზე დაუმორჩილებლობის შესანიშნავი მაგალითია.

”ვეწინააღმდეგები რეალობის დამახინჯებულ ხედვას, რომელიც მეუბნება, თითქოს მე უმნიშვნელო ადამიანი ვარ”, - წერს ოპრა თავის ვებსაიტზე.

ოპრა ამტკიცებს, რომ, მიღწეული წარმატების მასშტაბის, დიდებისა თუ სიმდიდრის მიუხედავად, არავინ არის დაზღვეული მარცხისა და იმედგაცრუებისგან. ოპრამ ამ თემაზე 2013 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსავლისას ისაუბრა, როდესაც ის კურსდამთავრებულებს მიმართავდა. კარიერის დასაწყისში ის თავისმა პირველმა უფროსმა

სამსახურიდან გაათავისუფლა და უთხრა, რომ მას "არ ჰქონდა სატელევიზიო ახალი ამბების წამყვანისთვის საჭირო უნარები". მოგვიანებით ოპრამ თქვა: "ამ შემთხვევამ შეძრა ჩემი სული... წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა ან ეს თუ გახდებოდა ჩემი ზრდასრული ცხოვრების განმავითარებელი პერიოდი".

რთულ მომენტებში ოპრამ დიდი გამძლეობა და ცხოვრებისადმი შეუპოვრობა გამოავლინა:

"მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მაღლა შეძლებთ ასვლას. რაღაც მომენტში, აუცილებლად დაბრკოლდებით. ასეთ დროს მინდა, გაიხსენოთ ეს: წარუმატებლობა არ არსებობს. მარცხი უბრალოდ ცხოვრებაა, რომელიც ცდილობს სხვა მიმართულებით გადაგვიყვანოს";

"შენ განსაზღვრავ შენს ცხოვრებას. ნუ მისცემ უფლებას სხვა ადამიანებს, დაწერონ შენი ცხოვრების სცენარი", - ამბობს ოპრა.

ოპრა ხშირად საუბრობს იმაზე, რომ იცხოვროთ თქვენივე პირობების ფარგლებში და არ დაემორჩილოთ თქვენს გარშემომყოფთა ზეწოლას. 1997 წელს უელსლის კოლეჯის დამამთავრებელ კლასში სიტყვით გამოსვლისას მან ეს ფასდაუდებელი რჩევა მისცასტუდენტებს: "აქციე შენი ჭრილობები სიბრძნედ".

ოპრა ყოველთვის აპროტესტებს სტანდარტულობას. ის ასევე შთამაგონებლად ამბობს, რომ "დაბერება ყველაზე კარგი რამაა, რაც კი ოდესმე განმიცდია. ყოველ დილით ვიღვიძებ იმ იმედით, რომ ისევ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა, ცხოვრება თავიდან დავიწყო, რათა უკეთესი ვიყო".

ოპრა მადლიერების გამოხატვას ყოველდღიურ პრიორიტეტად აქცევს და ამბობს:

„გამოცდილებიდან ვისწავლე, რომ თუ მადლიერების ბერკეტს ყოველდღე „დაიჭერ“, შედეგებით გაოცებული დარჩები“.

25 წლის მანძილზე, საკუთარ შოუში 37000-ზე მეტ ადამიანთან ინტერვიუს შემდეგ, ოპრამ თქვა, რომ 1990 წელს გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა შეცვალა მისი ცხოვრება პატიების განმარტებით: „ეს ნამდვილად ნიშნავს წარსულის გაშვებას, რომელიც გვეგონა, რომ გვინდოდა“. ოპრამ თქვა: ეს იყო ჩემთვის ტრანსცენდენტული მომენტი.

მან თქვა, რომ პატიება ნიშნავს იმედგაცრუებას, რომ წარსული შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო. ამ სიტყვებმა ოპრას მსოფლმხედველობა უკეთესობისკენ მკვეთრად შეცვალა.

ოპრას მტკივნეულმა ცხოვრებისეულმა ისტორიამ და სხვების მიმართ მისმა ღრმა თანაგრძნობამ ფენომენალური გავლენა მოახდინა სამყაროზე. ის ცხოვრობს, როგორც გადაშლილი წიგნი, რომელიც მსოფლიოს უზიარებს თავის სიბრძნეს და სიმდიდრეს.

ოპრას მენტორის, მაია ანჯელოუს შეფასებით, ის ნამდვილად "ფენომენალური ქალია".

https://blog.storyterrace.com/us/lessons-on-living-a-good-life-from-oprah-winfrey


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა