თეგებით ძიება

გადასცდა რაღაც, მერე ეტყობა გული ერეოდა და გაიგუდა, გამორიცხულია, რომ ძალადობა ყოფილიყო - რას ამბობს ადგილობრივი 12 წლის გარდაცვლილ გოგოზე?

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. 

ადგილობრივი მცხოვრებლები, ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ და სავარაუდო ასფიქსიაზე საუბრობენ.

"გადასცდა რაღაც, მერე ეტყობა გული ერეოდა და გაიგუდა. გამორიცხულია, რომ აქ ძალადობა ან რამე მსგავსი იყოს, აქ ყველაზე სუფთა უბანია მაგ მხრივ. ცნობილია, რომ იყიდა რაღაცა ჩიფსები, დადიოდა აქ ღამე და მერე ეტყობა, რომ გადაცდა, შეიძლება იფიქრა გულს ავირევო და აქეთ შემოვიდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა