თეგებით ძიება

მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება

მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გადაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება ერთი ჰექტარი მიწის გადაწვისთვის ამ მუხლით დადგენილი ჯარიმა, ხოლო ერთ ჰექტარზე ზემოთ ფაქტობრივად გადამწვარი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მთავრობა განმარტავს, რომ, ცვლილებებით, თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის სახერხ საამქროს დამატებით დაეკისრება 50 ლარის გადახდა, ხოლო სახერხი საამქროს მიერ ათი საკონტროლო ფირნიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული ქმედებისთვის საჯარიმო სანქცია, წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების ოდენობის მიუხედავად, 500 ლარია, რაც თავის მხრივ, არ ქმნის შემაკავებელ ეფექტს სახერხ საამქროებისთვის, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ხდება წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშების განმეორებით გამოყენება. ზოგადად კი, საჯარიმო სანქციის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას მათი დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს და არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც, შესაძლებელია, სავალალო შედეგები გამოიღოს”, – აღნიშნავს მთავრობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა