"სასტიკად არის ნაცემი, დაზიანებები აქვს თავის არეში" - ქუთაისში მაღაზიის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ "ფემილის" ერთ-ერთ ფილიალში, უცნობი პირები დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდნენ.
მაღაზიის თანამშრომლების თქმით, უცნობმა პირებმა ჯერ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ღამის საათებში მოვიდა სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა სამი ადამიანისგან", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.