თეგებით ძიება

მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, ვლადიმერ პუტინი გამოკეტეს მოსკოვში - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში გამოკეტეს.

"ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს, რომ კრემლის იქით ცივილიზებულ სამყაროში მას გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიომ გასცა მისი დაპატიმრების სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, ცხადია ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა