თეგებით ძიება
18. 03. 2023 მსოფლიო

პუტინის დაპატიმრების ორდერი არის სიგნალი რუსული ელიტისთვის - ანდრიუს კუბილიუსი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, პუტინის დაპატიმრების ორდერი ასევე არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ პუტინთან მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მის გადაცემაზეა შესაძლებელი.

„ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა