მიწისძვრა, წყალდიდობა, თოვლი და შტორმი - თურქეთს სტიქია უტევს (ფოტო/ვიდეო)
თურქეთში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 48 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
საუკუნის ტრაგედიის შემდეგ, სტიქიის უბედურების ზონას წყალდიდობა უტევს.
როგორც სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ძლიერი სეტყვა, თოვლი და წვიმაა.
წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს დილით მიწისძვრის ეპიცენტრ ქაჰრამანმარაშში მაგნიტუდით 4.6 მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა. ნგრევისა და დაშავავებულთ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.