ქართველმა ემიგრანტებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია სტრასბურგში, ევროპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. მათი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.
ემიგრანტები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეს მივიდნენ 9 აპრილს 17:00 საათზე პარლამენტთან და მხარი დაუჭირონ მოთხოვნას: - არა რუსეთს, ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია!