თეგებით ძიება

პუტინის დაკავების ორდერის გაცემა მიმართულია მისი მეგობრებისკენ - იაგო ხვიჩია

გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას.

ხვიჩიას განცხადებით, მთელი სამყარო უფლებამოსილი იქნება პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს მძლავრი პოლიტიკური მესიჯია რუსეთის მოსახლეობისთვისაც.

„გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, რადგან აქამდე ვინმეს თუ არ ესმოდა საერთაშორისო სასამართლომ გასაგებად უთხრა, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ საქმე. მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. ამიტომ არის ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ეს ნაწილი. თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი პოლიტიკური მესიჯია, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობისთვისაც, თუ რასაკვირველია, ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს რაიმეს ცვლილების ძალა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა