თეგებით ძიება
18. 03. 2023 მსოფლიო

როგორ შეუძლიათ, ჭიანჭველებს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ? - მეცნიერების დასკვნა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ. ძლიერი ყნოსვა მათ საშუალებას აძლევს, რომ ბიოლოგიურ ნიმუშებში მოლეკულური განსხვავებები იპოვონ. ამ განსხვავებების პოვნას სხვა მეთოდებით ძვირადღირებული მოწყობილობები სჭირდება.

კონცეფციის დამადასტურებელმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიანჭველებს ამ უნარის გამოყენება შარდის ნიმუშებში შეუძლიათ. სორბონის უნივერსიტეტის ეთოლოგი ბაპტისტ პიკერე და მისი კოლეგები თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ჭიანჭველებს აქვთ პოტენციალი სწრაფი, ეფექტიანი და იაფიანი გზით იქცნენ ადამიანებში სიმსივნის გამოვლენის ინსტრუმენტად.

2020 წელს მსოფლიოში კიბოს 19 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად რჩება. რა თქმა უნდა, თუ კიბო ადრე გამოჩნდა, მისი განკურნების შანსი უფრო მეტია.

დღესდღეობით კიბოს გამოვლენის მეთოდები საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. ეს კი პაციენტებს აფერხებს ადრეული სკრინინგ შემოწმების გავლაში. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა დახმარებისთვის ცხოველებს მიმართეს. გამოსავლის საპოვნელად, თაგვებიდან დაწყებული, ძაღლებით დამთავრებული, მათ ყველა ცხოველი გამოცადეს, რათა კიბოს ამოცნობა უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. პიკერემ და მისმა ჯგუფმა ჭიანჭველებიც გამოცადეს.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა