თეგებით ძიება
18. 03. 2023 მსოფლიო

ახლა მთავარია, რომის სტატუტის წევრებმა პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მისი თქმით, მნიშნელოვანია იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვლადიმერ პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა.

"ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავიდან არავის სურდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი სერიოზულად განეხილათ, ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ამის დასამტკიცებლად. პრეზიდენტი ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდა. იყენებდა ყველა პლატფორმას და ყველგან დეპორტირებულ ბავშვებზე საუბრობდა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ ეს შევძელით, იურიდიულ კონტექსტში ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ახლა მთავარია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა. პუტინის საქმის კვალიფიკაცია ომის დანაშაულს და ბავშვების მოპარვას უკავშირდება. ეს არის გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. მსოფლიომ და რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანამ გაიგო რომ პუტინთან საქმის დაჭერა არ შეიძლება", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა