თეგებით ძიება

პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს

პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მესაზღვრეები 4 დღე საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

23 წლის ლეილა ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა, მას ქმართან,  ბექა ტოხოსაშვილთან შეხვედრა სურდა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ქავთაროვა 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში არ შემოუშვეს.

"ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა იყო. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში", - განაცხადა ლეილა ქავთაროვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა