თეგებით ძიება
18. 03. 2023 მსოფლიო

მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის - მაია სანდუ

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის", - თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა