თეგებით ძიება

ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს

ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მძარცველი სავარაუდოდ გვიან ღამით შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საფლავიდან მოპარულია შაშვის ქანდაკება.

ანზორ ერქომაიშვილის საფლავის გაქურდვის ფაქტი ოჯახის ახლობელი ადასტურებს. 

"საფლავზე იყო ჩიტის ნაკეთობა, ის არის მოგლეჯილი და წაღებული. პოლიციაც იყო ამოსული. კამერების ჩანაწერებს ვერ ამოირებენ, რადგან კამერები არ მუშაობს", - ამბობს სასფლაოზე მომუშავე ქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა