ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში "კორსუნის" სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა.
პუტინის ყირიმში ჩასვლა სავარაუდოდ ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში მოახდინა.