დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ
აშშ-ს ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სამშაბათს დააკავებენ.
შესაძლო დაკავება კი ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს უკავშირდება.
დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.
ტრამპის ცნობით, მისი დაკავების შესახებ ინფორმაციამ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან გაჟონა.