"რა მაკარონი და რა ჩიფსი, ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების" - კესარია აბრამიძე 12 წლის გოგოს გარდაცვალებაზე
მოდელი, კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მოზარდი ასფიქსიით არ დაღუპულა.
"რა მაკარონი და რა ჩიფსი, ახლა მოვდივარ სამძიმრიდან
ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების!!
ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა, საქანელიდან სიბნელეში რატომ წავიდოდა თუ ცუდად გახდა ?!!
სავარაუდოდ, მოძალადემ ცადა ძალადობა და გაიქცა , ბავშვს ქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე ,ბევრი ისეთი გარემოებაა,რაც მხოლოდ ძალადობაზე მიანიშნებს.
შიშის ნიადაგზე, ბავშვს დაემართა პირღებინება, რამაც გამოიწვია გაგუდვა.
ხოლო მოძალადე გაიქცა!!!
P.s. ეს არის გარდაცვლილი ბავშვის დედის (ჩემი მეგობრის) ვერსია. დიდი იმედია, გამოძიება უფრო ზუსტად დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს .
ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია", - წერს მოდელი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, ასფიქსიამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.