თეგებით ძიება
18. 03. 2023 ვიდეო

4 შვილის მამას აქციაზე დგომის გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს (ვიდეო)

თბილისში 8-9 მარტს გამართულ აქციაზე ყოფლის გამო, 4 შვილის მამას, მალხაზ ლაკერბაია სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერი ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, ოჯახს 350 ლარიანი  სოციალური დახმარება მოუხსნეს. 

ის იხსენებს, რომ სოციალურმა აგენტმა, ზაირა დარსაძემ, რომელიც ოჯახში არასამუშაო დღეს  გამოცხადდა,  პირდაპირ უთხრა, როგორ ისჯებოდა აქციებზე სიარულის გამო და რომ ეს "ბრძანება ზემოდან მოდიოდა". ​

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა