თეგებით ძიება

დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში მექსიკის გავლით გადაიპარა - რა ინფორმცია ვრცელდება? (ვიდეო)

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, ე.წ. რუსული კანონის ავტორის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე, საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით, მექსიკის გავლით გადაიპარა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, არალეგალური გზით ამერიკაში შეღწევის გეგმის სისრულეში მოყვანა მირიან ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყაროს თქმით, თინათინ ხუნდაძის ქმარი შუამავალთან მოლაპარაკებებს  2022 წლის ბოლოდან აწარმოებდა. 

ხუნდაძის სიძის აშშ-ში არალეგალურად წავლის ფაქტს "შაბათის ეთერთან" ადასტურებენ მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც.

მათი თქმით, "ხალხის ძალის" ლიდერის სიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა.

 დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა ადასტურებს, რომ ოქროპირიძეს ოფიციალური ვიზა არ ჰქონია. 

იგივეს ამბობს დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძე. 

არსებული ინფორმაციით, შტატებში ოფიციალურად წასვლისთვის საჭირო ვიზა, მაღალჩინოსანს არ მისცეს, ამიტომ მირიან ოქროპირიძემ ე.წ. გადამყვანს მიმართა. ხუნდაძის სიძის ამერიკაში წასვლამდე სამსახურში პრობლემები შეექმნა.

"შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, ქვემო ქართულის სატეო სააგენტოს შეფი ხე-ტყის მასალების  უკანონო ვაჭრობის სავარაუდო მფარველობაში ამხილეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა