"მგონი შევძელი და ყველა მოლოცვასა და კეთილ სურვილებს ვუპასუხე.." - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირად ფეისბუკგვერდზე წერს.
“მგონი თორმეტ საათამდე შევძელი და ყველა მოლოცვასა და კეთილ სურვილებს ვუპასუხე. თუ ვინმე გამომრჩა, ეს სოციალურ ქსელების ბრალი იქნება და ვიცი მაპატიებთ.
ყველას დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ სითბოსთვის, მეგობრობისთვის, გულწრფელი პატივისცემისთვის და ნდობისთვის.
ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრებაც და ბრძოლაც!”, - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 18 მარტი სალომე ზურაბიშვილის დაბადების დღეა.