თეგებით ძიება

ვფიქრობ, რომ მამაჩემი ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან... - ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, თუ რამე არ მოხდა, მამაისი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა.

„მართლა ცუდად არის და მართლა შეიძლება მოკვდეს. ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ ნაკლები ემპათია ან თანაგრძნობა – მესმის რატომ. მაგრამ ვერ შევალ მდგომარეობაში, რომ მამაჩემის სიკვდილი მისაღებია. მართლა ვფიქრობ – ეს არ არის რაღაც ნარატივის ნაწილი, ეს არ არის PR-ის ნაწილი, მართლა ვფიქრობ, რომ ის ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა. ესაა ჩემთვის მთავარი საკითხი. მამაჩემს აშკარად აქვს სურვილი იცოცხლოს. ახლა არის უკვე სისტემის, ხელისუფლების ჯერი, თუ მართლა არ უნდათ მისი სიკვდილი. ბოლო დროს, როცა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ “კი სუსტადაა, მაგრამ ეს მისი ბრალია, ის თავს იზიანებს”, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ ხდება საზოგადოების შემზადება მისი შესაძლო სიკვდილისთვის. მგონი მზად იყო პატიმრობისთვის, მაგრამ არა ამ ტიპის – ფიზიკური სიცოცხლის განადგურებისთვის, რაც მას მოუვიდა“, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი „ფორმულასთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა