ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები
ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია 381 ადამიანი.
ეკვადორის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში მკურნალობდნენ.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა პერუშიც, სადაც, მედიის ცნობით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.