„ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია“ - თსუ-ს კომენტარი სტუდქალაქში პოლიციის შესვლაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა.
თსუ-ში განაცხადეს, რომ ყოველწლიურად მართლწესრიგის ოფიცრები მიდიან ყველა მისამართზე, მათ შორის ბაგების სტუდქალაქშიც და ახდენენ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრები პირების იდენტიფიცირებას.
მათივე ცნობით, ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია. უნივერსიტეტში ასევე განგვიცხადეს, რომ მსგავსი ღონისძიება აქამდეც ტარდებოდა და ამას კავშირი არ აქვს 7-9 მარტს ჩატარებულ აქციებთან.
„თსუ“ გეგმავს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი გააკეთოს.
წყარო: „ფორტუნა“