"ადექი, ბიჭო, რომ გეუბნები!" - ატირებულ ბავშვს, რომელიც ვარკეთილის მეტროსთან მწვანილით ვაჭრობს, ადგილს ძალით ატოვებინებენ (ემოციური ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ბავშვს, რომელიც მწვანილით ვაჭრობს, ადგილს ძალით ატოვებინებენ. არასრულწლოვანს გამვლელები იცავენ.
"ბავშვი მუშაობს, ხომ არ მათხოვრობს?! რის საფუძველზე ატოვებინებთ ადგილს?" - ისმის ვიდეოში მოქალაქეების ხმა.
"განვითარებული და აყვავებული საქართველო” - როგორც პრემიერი იტყოდა, ყველაფერი კარგად არის და გაჭირვება მინიმუმზეა დაყვანილი!ხალხი ისევ ბედნიერი ოცნებით ცხოვრობს… რადგან ბევრმა მომწერა ( ეს ინციდენტი მოხდა ვარკეთილის მეტროსთან, ამ ბავშვის კოორდინატები და ადგილსამყოფელი არ ვიცი)", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარი კირაკოსიანი და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.