გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დაუშვით პოლონელი ექიმები - ლევან ხაბეიშვილი
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების სასწრაფოდ დაშვებას ითხოვს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
"კლავს საქართველოს ხელისუფლება [სააკაშვილს] ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. ამასობაში საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს.
ჩვენ რუსული ოცნებისგან, რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე, მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, მაგრამ ამ სიტყვების იქით, საქმე არ მიდის.
ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა, არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით, ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.