თეგებით ძიება

პუტინის დაპატიმრების ორდერი ისტორიული გადაწყვეტილებაა - უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ისტორიულს უწოდებს. ამის შესახებ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც იწყება ისტორიული პასუხისმგებლობა.

ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანაში ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა