თეგებით ძიება

მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სპორტსმენი კლინიკაშია გადაყვანილი. მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა