თეგებით ძიება

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საკასო აპარატებიდან თანხას იპარავდა. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს.

სამართალდამცველებმა 33 წლის კაცს სულ 6 ბრალდება წარუდგინეს. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა