თეგებით ძიება
19. 03. 2023 მსოფლიო

თუ პუტინი გერმანიაში ჩამოვა, დავაკავებთ - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გერმანიის საზღვარს გადაკვეთს, მის წინააღმდეგ მაშინვე გაიცემა დაკავების ორდერი.

"თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ის და გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს", - განაცხადა ბუშმანმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა